воскресенье, 25 октября 2015 г.

მეხუთე დამეექვსე დღის რეფლექსია


 მეხუთე დღე საინტერესოდ დავიწყეთ . ტრენერმა მოახდინა საშინაო დავალების განხილვა და მოგვცა რეკომენდაციები. ამის შემდეგ ვიმუშავეთ პროექტის მონიტორინგზე , კერძოდ მოსწავლეებზე დაკვირვება პროექტის მიმდინარეობისას, დაკვირვება მოსწავლეთა მოქმედებებზე, რომელშიც იწერება კი ან არა , ან + და - ით . დაკვირვება შემოქმედებით მოქნილობაზე.განვიხილეთ პრეზენტაციაზე თანატოლთა უკუკავშირის ფორმა  , ამ ფორმის მიხედვით მოსწავლეები აფასებენ ერთმანეთს , კრიტიკულად უდგებიან ერთმანეთის პრეზენტაციას და შესაძლოა  მისცენ შესაბამისი რჩევები და რეკომემდაციები.
მოსწავლეთა პროექტის გეგმის მიხედვით მოსწავლე სახავს მიზნებს შეიმუშავებს სამოქმედო გეგმას, განახორციელებს და მონიტორინგს უტარებს პროექტის მიმდინარეობას და შესაბამისად აფასებს  საკუთარ თავს.

მეექვსე დღეს გავიმეორეთ  განვლილი მასალა , გაუგებარი მასალა თუ  ვინმეს დარჩა გაგვიმარტა ტრენერმა და მოგვცა მითითებები, ამის შემდეგ დავიწყეთ ახალ მასალაზე მუშაობა.განვიხილეთ პრეზენტაციის რუბრიკები, განვიხილეთ კრიტარიუმები, პრეზენტაციის დროს ყურადღება ექცევა  პრეზენტაციის შინაარს , მის ორგანიზებას  და დიზაინის ელემენტებს , რითაც  ფასდება მოსწავლეები ,  ინტერნეტიდან გადმოვწერეთ სურათები და ჩავსვით პრეზენტაციაში , ასევე საავტორო უფლებების შაბლონსაც გავეცანით ,  ბოლოს მოგვეცა საშინაო დავალება .

Комментариев нет:

Отправить комментарий