воскресенье, 25 октября 2015 г.

მესამე და მეოთხე დღის რეფლექსია


მესამე დღეს ვიმუშავეთ შეფასების კრიტერიუმებზე , საგნობრივ  სტანდარტებზე, პროექტის მიზნებზე  და მიმართულების მიმცემ კითხვებზე. თუ როგორი უნდა იყოს კითხვები  ზოგადი , თემის და შინაარსობრივი , რის მიხედვითაც უნდა იმუშაოს მოსწავლემ მთელი პროექტის მიმდინარეობისას. ეს კითხვები დაეხმარება მოსწავლეს  დასახული მიზნის მისაღწევად.

მეოთხე დღე საქმიანად დაიწყოგანვიხილეთ თუ როგორ უნდა მოვახდინოთ მოსწავლეთა საჭიროებების დადგენა , როგორ უნდა შევაფასოთ მოსწავლეთა წინარე ცოდნა, რათა პროექტის მიმდინარეობისას მოსწავლეს ჰქონდეს  თემის შესაბამისი  საბაზისო ცოდნა. დავათვალიერეთ და შევარჩიეთ შეშეფასების ინსტრუმენტები მოსწავლეთა ცოდნის დადგენისათვის , მოგვეცა საშინაო დავალება  KWL ცხრილი  ,  პროექტის კონფერენციის კითხვარის, ვენის დიაგრამის შევსება. ამ კითხვარების საშუალებით ვიგებ მოსწავლეთა ცოდნის დონეს, მათ შესაძლო ინიციატივებს  ,  თუ რა უნარ-ჩვევები გააჩნიათ მათ და რა თვისებები უფრო მეტად დასჭირდებათ მათ ამ პროექტის განსახორციელებლად.


Комментариев нет:

Отправить комментарий