воскресенье, 25 октября 2015 г.

მეხუთე დამეექვსე დღის რეფლექსია


 მეხუთე დღე საინტერესოდ დავიწყეთ . ტრენერმა მოახდინა საშინაო დავალების განხილვა და მოგვცა რეკომენდაციები. ამის შემდეგ ვიმუშავეთ პროექტის მონიტორინგზე , კერძოდ მოსწავლეებზე დაკვირვება პროექტის მიმდინარეობისას, დაკვირვება მოსწავლეთა მოქმედებებზე, რომელშიც იწერება კი ან არა , ან + და - ით . დაკვირვება შემოქმედებით მოქნილობაზე.განვიხილეთ პრეზენტაციაზე თანატოლთა უკუკავშირის ფორმა  , ამ ფორმის მიხედვით მოსწავლეები აფასებენ ერთმანეთს , კრიტიკულად უდგებიან ერთმანეთის პრეზენტაციას და შესაძლოა  მისცენ შესაბამისი რჩევები და რეკომემდაციები.
მოსწავლეთა პროექტის გეგმის მიხედვით მოსწავლე სახავს მიზნებს შეიმუშავებს სამოქმედო გეგმას, განახორციელებს და მონიტორინგს უტარებს პროექტის მიმდინარეობას და შესაბამისად აფასებს  საკუთარ თავს.

მეექვსე დღეს გავიმეორეთ  განვლილი მასალა , გაუგებარი მასალა თუ  ვინმეს დარჩა გაგვიმარტა ტრენერმა და მოგვცა მითითებები, ამის შემდეგ დავიწყეთ ახალ მასალაზე მუშაობა.განვიხილეთ პრეზენტაციის რუბრიკები, განვიხილეთ კრიტარიუმები, პრეზენტაციის დროს ყურადღება ექცევა  პრეზენტაციის შინაარს , მის ორგანიზებას  და დიზაინის ელემენტებს , რითაც  ფასდება მოსწავლეები ,  ინტერნეტიდან გადმოვწერეთ სურათები და ჩავსვით პრეზენტაციაში , ასევე საავტორო უფლებების შაბლონსაც გავეცანით ,  ბოლოს მოგვეცა საშინაო დავალება .

მესამე და მეოთხე დღის რეფლექსია


მესამე დღეს ვიმუშავეთ შეფასების კრიტერიუმებზე , საგნობრივ  სტანდარტებზე, პროექტის მიზნებზე  და მიმართულების მიმცემ კითხვებზე. თუ როგორი უნდა იყოს კითხვები  ზოგადი , თემის და შინაარსობრივი , რის მიხედვითაც უნდა იმუშაოს მოსწავლემ მთელი პროექტის მიმდინარეობისას. ეს კითხვები დაეხმარება მოსწავლეს  დასახული მიზნის მისაღწევად.

მეოთხე დღე საქმიანად დაიწყოგანვიხილეთ თუ როგორ უნდა მოვახდინოთ მოსწავლეთა საჭიროებების დადგენა , როგორ უნდა შევაფასოთ მოსწავლეთა წინარე ცოდნა, რათა პროექტის მიმდინარეობისას მოსწავლეს ჰქონდეს  თემის შესაბამისი  საბაზისო ცოდნა. დავათვალიერეთ და შევარჩიეთ შეშეფასების ინსტრუმენტები მოსწავლეთა ცოდნის დადგენისათვის , მოგვეცა საშინაო დავალება  KWL ცხრილი  ,  პროექტის კონფერენციის კითხვარის, ვენის დიაგრამის შევსება. ამ კითხვარების საშუალებით ვიგებ მოსწავლეთა ცოდნის დონეს, მათ შესაძლო ინიციატივებს  ,  თუ რა უნარ-ჩვევები გააჩნიათ მათ და რა თვისებები უფრო მეტად დასჭირდებათ მათ ამ პროექტის განსახორციელებლად.


პირველი მოდულის რეფლექსია

                      
  2015 წელის 19 სექტემბერს  ჭალის საჯარო სკოლაში შედგა ინტელის ტრენინგი , რომელსაც გვიტარებდა  მასწავლებელთა სახლის ტრენერი გიორგი ხომასურიძე. პირველი დღე დაიწყო გაცნობით  . ტრენერი ძალიან კომუნიკაბელური და ძალზედ მცოდნე ადამიანია , გავეცანით პროექტების სწავლების მიზნებსა და ამოცანებს, რა უნარები უვითარდებათ მოსწავლეებს პროექტებით სწავლების დროს
პროექტები შესაძლებლობას იძლევასასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექსტსმოსწავლეებს განუვითაროს მაღალი დონის სააზროვნო უნარები და გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობაამ მოდულში თქვენ შეისწავლითთუ როგორ შექმნათ ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტებიროგორ განსაზღვროთ მათი მომზადებისთვის საჭირო სავარაუდო დრო და დაიწყებთ სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობას.
მთავარი კითხვა
როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შესაფასებლად?
მოდულის საკვანძო კითხვები
როგორ დაეხმარება პროექტები ჩემს მოსწავლეებს სასწავლო სტანდარტის მიღწევასა (ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგზე გასვლაშიდა 21- საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში?
როგორ გამოვიყენოთ პროექტები სწავლის პროცესის გაუმჯობესებისთვის?
ამოცანები
ინტელის ძირითადი კურსის მიზნებისა და მოლოდინების განსაზღვრა
პორტფოლიოში არსებული საქაღალდეების შექმნა თითოეული მოდულის მასალების შესანახად
პროექტის გეგმის შაბლონისპორტფოლიოს რუბრიკისა და პროექტის პორტფოლიოების ნიმუშების გაცნობა
პროექტის დაგეგმვისა და პროექტების სწავლებაში დანერგვის მიდგომის განხილვა
პროექტების გამოქვეყნება სხვებისთვის გასაზიარებლად
რეფლექსია სწავლაზე
ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტის დაგეგმვის დაწყებარომლის მიზანია მაღალი დონის სააზროვნო და 21- საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარება.
  • პრობლემის გადაჭრის
  • გადაწყვეტილების მიღების
  • გამოძიების
  • დოკუმენტირების